“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით , საქართველოში ვითარება სულ უფრო მძიმდება.
“სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე როდესაც თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი, მდგომარეობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდება.
გრძელდება პოლიტიკური დაჭერები, რეჟიმმა პოლიტიკური საჯარო განცხადების გამო დააკავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი
დღეს ასევე შესრულდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის 4 წელი, რომელიც ერთ დროს იყო ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია და რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია გმირ ქართულ ჯართან ერთად პუტინის საქართველოში შემოჭრას 2008 წელს, რის გამოც ის ახლა ისჯება საქართველოს ამჟამინდელი პუტინისტური რეჟიმისგან.
ამგვარად, დროული და აუცილებელია რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, რომელიც საგანგებო დებატის შედეგად იქნება მიღებული და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.