მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები და თავისუფლება აირჩია, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი X-ზე წერს.
„მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები მათ საარჩევნო სისტემაზე და თავისუფლება აირჩია. ვულოცავ მაია სანდუს და მის პარტიას, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი ქვეყნის უფრო უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ წარმართვას“, - აცხადებს სენატორი უიკერი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 49.99 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.
შეგახსენებთ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველი, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 50.06%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ 24.25%-ით.