მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.38 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 49.95 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.
ამასთან, მეორე ადგილზეა „პატრიოტული ბლოკი“ 24.31 პროცენტით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონის ხელმძღვანელობს.
მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 8.04 პროცენტი მიიღო. მეოთხეა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.22 პროცენტით, მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია - 5.64 პროცენტით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1.6 მილიონზე მეტმა, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 52.15%-მა მიიღო მონაწილეობა.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები 29 სექტემბერს ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათისთვის გამოცხადდება. მანამდე მედიაში ვარაუდობენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს – 51 მანდატით.
მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.