მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 28 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თავისი პოზიცია უკვე დააფიქირა და მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
მან განაცხადა, რომ მოლდოვა საშიშროების წინაშეადა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ნაყიდმა ხმებმა.
„მე ხმა მივეცი პარლამენტს, რომელთანაც ჩვენ შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რომელიც პატივს სცემს მოლდოვის რესპუბლიკას და მის მოქალაქეებს, პარლამენტს, რომელთანაც ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული მოლდოვის მშენებლობას.
ძვირფასო მოქალაქეებო, მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ არჩევნებზე. მოლდოვა, ჩვენი ძვირფასი სახლი, საშიშროების წინაშეა და მას თითოეული თქვენგანის დახმარება სჭირდება.
დღეს შეგიძლიათ მისი გადარჩენა თქვენი ხმით. ხვალ შესაძლოა, უკვე დაგვიანებული იყოს. ჩვენი ქვეყნის ბედი თქვენმა ხმამ უნდა გადაწყვიტოს და არა ნაყიდმა ხმებმა“, - თქვა სანდუმ.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევაზე.
„მეც და ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუტებმაც ვისაუბრეთ სხვადასხვა მეთოდებზე, დაწყებული ხმების მოსყიდვის მცდელობებით, რაზეც ასობით მილიონი ევრო დაიხარჯა.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზ, თუ როგორ ამზადებენ მოლდოველ ახალგაზრდების არეულობებს ორგანიზებისთვის. ყველამ ვნახეთ, თუ როგორ ახდენდნენ მოლდოველების გადაბირებას და წვრთნას ცრუ ინფორმაციის შესაქმნელად და გასავრცელებლად.
ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ რუსეთმა კიშინიოვზე კონტროლი აიღოს და მოლდოვა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. მოლდოველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. დროა, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“, - თქვა სანდუმ.
მოლდოვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება.
მოქალაქეები ოთხი წლის ვადით 101 დეპუტატს აირჩევენ. კენჭისყრაში ოცდაორი კანდიდატი მონაწილეობს: 14 პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.