4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტია. - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ბოლო დღეებში ათასი ჯიშის მავნებელი და მოსყიდული ცდილობს დაგვაჯეროს, რომ არაფერი გამოვა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ გამარჯვება ახლოსაა.
4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტია.
ჩვენ აღარ ვდგავართ მხოლოდ პროტესტისთვის, 4 ოქტომბერს ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებისთვის. უკვე აშკარაა, რომ მათ შორის ნდობა აღარ არსებობს, ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯვით არიან გართულნი.
4 ოქტომბერს გამოვდივართ, რათა დავამტკიცოთ, საქართველო ეკუთვნის თავის ხალხს და აღარასდროს დაუბრუნდება ერთ კაცს და მის ბოროტ რეჟიმს.
ახლა მთავარია დავიჯეროთ, გამოვიდეთ და ვიმარჯვებთ!"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.