„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამის საშიშროება არ არის“. ნამორაძემ კომენტარი „ტვ პირველთან“ გააკეთა, როდესაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.
„დარწმუნებული ვარ, კარგად არის [ირაკლი ღარიბაშვილი]. დარწმუნებული ვარ, არა, არ ეშინია [დაჭერის], არც არის მაგის საშიშროება. მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის კაცი და ადამიანი ვინც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს. ყოველთვის მისი ერთგული და მეგობარი ვიქნებით“,- აღნიშნა ნამორაძემ.
ფოტო: "ტვ პირევლი"