"ლელო - ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი გრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები "ქართული ოცნების" მხრიდან უმძიმესი წნეხის ქვეშ იმყოფებიან.
ირაკლი კუპრაძე ბოლნისის მერობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნის ფაქტსაც გამოეხმაურა. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ასეფ ჩირაგოვი ზეწოლის და მუქარის სმხვერპლი გახდა.
"ბოლო კვირეების განმავლობაში გრძელდება განსაკუთრებული ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელოს" წინააღმდეგ. ჩვენი წარმომადგენლები, მხარდამჭერები, მაჟორიტარობის კანდიდატები, მერობის კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით, არიან უმძიმესი წნეხის ქვეშ სუსის და რუსული რეჟიმის ძალადობის მხრიდან.
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მამუკა მდინარაძე, სუსი, ივანიშვილი არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს "ძლიერ საქართველოზე" და მის წარმომადგენლებზე, მის კანდიდატებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
გუშინ პროპაგანდიოსტულმა "ქართულმა ოცნებამ", რომლის ძირითადი პოლიტიკური აქტივობა დგას პროპაგანდაზე, გამოაქვეყნა სიახლე, თითქოსდა ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ,
ისტორია ძალიან მარტივია" ასეფ ჩირაგოვი იყო წლების განმავლობაში ჩვენი პარტიის, "ლელოს - ძლიერი საქართველოს" წევრი. ის წლების განმავლობაში დადიოდა საპროტესტო აქციებზე, მათ შორის, ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ ჩამოყვანას, აქტიურობას, ჩართულობას საპროტესტო აქციებში. ასეფ ჩირაგოვის პასუხი იყო უარყოფითი. მისი დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ იყო და სავარაუდოდ რჩება კრიტიკული
4 დღის წინ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, წარმომადგენლობას, შეხვდა და გადმოგვცა გზავნილი, რომ მასთან მისული იყო მისი ოჯახის წევრი, უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი, რომელმაც შესთავზა მას თანხის დასახელება კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. მას "ქართული ოცნება" მიაჩნია რუსულ რეჟიმად და გაგვაფრთხილა, რომ "ქართული ოცნება" ყველა მუნიციპალიტეტში აგრძელებს მოსყიდვის, ძალადობის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს.
4 დღის შემდეგ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა. ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა არ იმუშავა მოსყიდვის მცდელობამ ჩირაგოვის წინააღმეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი და შანტაჟის მცდელობა ასერ ჩირაგოვის წინააღმდეგ.
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა და უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში, განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ზეწოლა, წნეხი, სუსის შანტაჟი, არის ბევრად უფრო მძიმე. ჩვენ ველოდებით კიდევ ზეწოლის, მუქარის, შანტაჟის გაგრძელებას ჩვენს წევრებზე. მაგრამ, ასევე ცხადად ვაცხადებთ, მტკიცედ ვამბობთ, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას არცერთი მიმართულებით, მიუხედავდა იმისა, რას მოიმოქმედებს მამუკა მდინარაძის სუსი, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი და კახა კალაძის ის კრიმინალური ბანდა, რომელიც დაძრწის თბილისის ქუჩებში და ცდილობს, რომ ჩვცენს აქტივს ხელი შეუშალოს პოლიტიკურ კამპანიაში და საქმიანობაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო მთელის აქართველოს მასშტაბით თითოეულ რეგიონალურ აქტივისტს, კანდიდატს, მაჟორიტარს, მერობის კანდიდატს, რომელიც მტკიცედ დგას, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავზე "ქართულმა ოცნებამ" დაატრიალა ძალადობის, შანტაჟის, მუქარის, მოსყიდვის მცდელობის ძალიან მძიმე მაჩვენებელი. ეს ბრძლა გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ თითოეული იმ პირის იდენტიფიცრებას, ვინც ამ ზეწოლასა და ძალადობაში მონაწილეობს. თითოეული ის პირი, რომელიც ემუქრება ჩვენს წევრებს და კანდიდატებს, ახალი სასამართლოს პირობებში, დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება დასჯილი, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ ხსნის.