დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ბევრი კონსპირაცია და ქილიკი იქნება 4 ოქტომბრამდე, მაგრამ ფაქტია, 4 ოქტომბერმა სერიოზული თავსატეხი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს.
დღეს მას და მის ე.წ საყრდენებს წინ უდგათ დილემა, როგორ შეაკავონ ხალხი, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ პრინციპულად მოითხოვს მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის მშვიდობიანად დაბრუნებას.
ჩვენ ასევე პრინციპულად მშვიდობიანი ცვლილების მომხრეები ვართ და ჩემთვის იდეალური სცენარია ძალაუფლების გადაბარება ხალხისთვის ისე, რომ არავის, მათ შორის ქოცსაც, თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს მაგრამ თუ ვინმე გაბედავს ხალხზე ძალადობას, ეს ბუმერანგივითვე დაუბრუნდება მას.
დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება." - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.