მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„სამართალდამცავები ყოველთვის მობილიზებულები არიან. რიგითიდან დაწყებული, ხელმძღვანელი პირებით დამთავრებული, მოტივაცია ერთია – ამდენი გამოწვევის წინაშე მდგარ პატარა ქვეყანაში ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ. მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. ის, რომ სისხლისღვრა და ფიზიკური დაპირისპირებაა მიზანი, ეს უკვე ჩვენი მოგონილი არ არის. თავად ამბობენ და ზოგიერთი უცხოელი აქტორიც ამისაკენ მოუწოდებს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.