დიდი ბრიტანეთი აფრთხილებს ისრაელს, რომ ლონდონისა და მისის მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აიარების საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედოს, მათ შორის არ განაახლოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოება. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ივეტ კუპერმა განაცხადა.
კუპერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ პალესტინის აღიარების გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების მიღწევას ორი სახელმწიფოს პრინციპის პერსპექტივის შენარჩუნებით.
დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ კვირას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადეს. კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.
ისრაელმა დაგმო პალესტინის აღიარების გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამას დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოებით უპასუხოს.
„ჩვენ ნათლად ვუთხარით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ისრაელის მთავრობას, რომ მათ ეს არ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ივეტ კუპერმა.
„ეს საუკუთესო გზაა ისრაელის, ასევე პალესტინილების უსაფრთხოების პატივსაცემად. „საქმე მშვიდობისა და სამართლიანობის დაცვას და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას ეხება და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას რეგიონში ყველასთან, რათა შევძლოთ ამის გაკეთება“, - დასძინა მან.