გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა თვითმარქვია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი - ადამიანი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
მანჯგალაძის თქმით, ქვეყანას მართავს ერთი პირის მსახურების დაჯგუფება, რომელსაც ხალხი და მისი მომავალი არ აინტერესებს.
"გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ხელმძღვანელობდა თვითმარქვია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი - ადამიანი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება.
ეს ნათლად აჩვენებს, საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს, ქვეყანას მართავს ერთი პირის მსახურების დაჯგუფება, რომელსაც ხალხი და მისი მომავალი არ აინტერესებს.
სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერი არის დღე, როცა ეს უნდა შეიცვალოს.
ეს დღე დაამტკიცებს, რომ საქართველოს ნამდვილი პატრონი არის ქართველი ხალხი.
მოვემზადოთ და ერთად დავდგეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებისთვის!"- აცახდებს პაატა მანჯგალაძე