ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებში ჯვრის მოხსნის გარეშე არ შეუშვეს. ბესელიას დღეს ლევან ხაბეიშვილი უნდა მოიენახულებინა:
"დღეს, როდესაც რამდენიმე პატიმარი, მათოვე თხოვნით, უნდა მომენახულებინა, ვერ შევედი, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ დაჟინებით ითხოვენ, რომ მოვიხსნა ჯვარი.
ყოველთვის შევდიოდი ჯვრით. ამაზე ზოგჯერ ოქმს ადგენენ, იყო შემთხვევა სადაც ოქმი არ შედგენილა, მაგრამ ოქმის შედგენა არის ნორმალური. ეს აქაც მოვთხოვე დაწესებულების შიგნით. დაწესებულების ხელმძღვანელს, დირექტორს ვერ ვუკავშირდები, ვერავინ ვერ ელაპარაკება, ვერავინ ვერ ურეკავს.
მგონია, რომ არ უნდათ უბრალოდ დღეს შევიდე და მოვინახულო პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ ჩემთან შეხვედრის თხოვნა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი. არასდროს მე ეს პრობლემა არ შემქმნია.
ბატონ სალიას მივმართავ, კეთილი ინებოს და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციურ სისტემას აუხსნას კანონის განმარტება, ეს არის ხელის შეშლა საადვოკატო საქმიანობაში" - თქვა ეკა ბესელიამ.
ფოტო: "ტვ პირველი"