თალიბანმა, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებას უდგას სათავეში, კიდევ ერთი აკრძალვა შემოიღო.
ამჯერად, თალიბანის სამიზნე ქალი ავტორების მიერ დაწერილი წიგნები გახდა. ხელისუფლებამ ავღანეთის საუნივერსიტეტო სწავლების სისტემიდან ამოიღო ყველა წიგნი, რომლებსაც ქალი ავტორები ჰყავს.
ამავდროულად, აიკრძალა ადამიანის უფლებებსა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება.
აკრძალვა შეეხო არამხოლოდ ქალების დაწერილ წიგნებს. ცენზურის საგანი გახდნენ წიგნები, რომლებიც "ეწინააღმდეგებიან შარიათს და თალიბანის პოლიტიკას".
სულ 680 წიგნი აიკრძალა, მათ შორის 140 ქალების მიერ დაწერილი.
თალიბანმა ასევე აუწყა უნივერსიტეტებს, რომ აიკრძალა 18 საგნის სწავლება, რადგან ისინი "ეწინააღმდეგებიან შარითის პრინციპებს". აქედან 6 საგანი ქალთა საკითხებს ეხება, მათ შორის გენდერი და განვითრება, ქალის როლი კომუნიკაციში და ქალთა სოციოლოგია.
იტყობინებიან, რომ ცენზურა დაწესდა ირანელი ავტორების მიერ დაწერილ წიგნებზეც, "ავღანური საზოგადოებაში ირანის გავლენის აღსაკვეთად".
ეს აკრძალვა უკანასკნელია იმ შეზღუდვების სერიიდან, რაც თალიბანმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიღო.
სულ ახლახან, თალიბანის უზენაესი ლიდერის განკარგულებით, სულ მცირე 10 პროვინციაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი აიკრძალა „უზნეობის გავრცელების აღსაკვეთად“.
თალიბანი აცხადებს, რომ პატივს სცემს ქალთა უფლებებს ავღანური კულტურისა და ისლამური კანონების მათი ინტერპრეტაციის შესაბამისად.