მასობრივი მშვიდობიანი აქცია უნდა დაიბრენდოს, როგორც მშვიდობიანი დამხობა და დაინიშნოს მაინცდამაინც არჩევნების დღეს? ეს არის ლოგიკა? მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია, საერთოდ, - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის" გაიგივება სახალხო პროტესტთან - "ფაქტობრივად, პროტესტის დელეგიტიმაცია და ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა".
"4-ში, დანიშნულ დღეს, დანიშნულ ადგილზე, დანიშნული საათით რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება - ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც მისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, დაენახებინა, რა არის ალტერნატივა და ფაქტობრივად, ამ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან იყო, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და ოცნების ლეგიტიმაცია. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა დაშვებული.
არ შეიძლება არჩევნების დღეს, რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც აქეთ გყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეზღუდული კი არა, უაღრესად დაზიანებული ლეგიტიმაცია აქვს და შენ სთავაზობ მოსახლეობას აბსოლუტურად გაურკვეველ პროექტს, რომელსაც ძალადობრივი ელფერები აქვს, რომელსაც ზუსტად იცი, რომ გამოიყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც სჩუქნი, რადგან ადამიანებისთვის სტაბილურობის შეგრძნება, სიმშვიდე დღეს ძალიან დიდი ფასეულობაა...
მასობრივი მშვიდობიანი აქცია უნდა დაიბრენდოს, როგორც მშვიდობიანი დამხობა და დაინიშნოს მაინცდამაინც არჩევნების დღეს? ეს არის ლოგიკა? მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია, საერთოდ", - ამბობს გიორგი გახარია.