თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოყვება.
„ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებს. დღის წესრიგიდან ამოღებულები არიან. არ აინტერესებთ არც მათი ყოველდღიური ქმედებები, რასაც იმ მოძალადეებთან ერთად ყოველდღიურად ახორციელებენ. შესაბამისად, უნდათ, რომ დანაშაულებით თავი შეახსენონ ქვეყნის მოსახლეობას. არსებობს კონკრეტული კადრები კანონდარღვევებისა, ყველას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.