სამართალდამცველებმა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ინფორმაცია პარტიის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ასევე ელენე ხოშტარიას დაკავების კადრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დააწერა: "რუსული ოცნება".
ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.