საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი რუსული დრონების მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმიანება.
როგორც კალასი X-ზე წერს, მსგავსი უგუნური ქმედებები რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„რუსული დრონების მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი მიუღებელი დარღვევაა.
ასეთი უგუნური ესკალაცია საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს. მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ რუმინეთის მთავრობასთან“, - წერს კალასი.