უკრაინული მედიის ცნობით, 13 სექტემბერს, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამართველოს დრონები თავს დაესხნენ პერმის ოლქში მდებარე ქიმიური მრეწველობის საწარმო „მეტაფრაქს ქიმიკალს“, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის.
ქარხანა ორგანული ქიმიური პროდუქტების წარმოების მხრივ, სიდიდით მეორეა რუსეთში.
უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, იქ კარბამიდის [შარდოვანას] წარმოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა დაზიანდა.
კომპანიის პროდუქცია მოიცავს ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის განკუთვნილ ძირითად კომპონენტებს: უროტროპინს, მეთანოლს, პენტრიტს და შარდოვანას.
საწარმო უკრაინის საზღვრიდან 1600 კილომეტრში მდებარეობს.