უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკი დედაქალაქ უფაში, უკრაინის უსაფრთხოების ძალების დრონები თავს დაესხნენ „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ხელმძღვანელის რადი ხაბიროვის თქმით, დრონები თავს დაესხნენ „ბაშნეფტის“ საწარმოს. ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც დაზიანდა და ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა.
ამავდროულად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარი „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.
ქარხანა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1400 კილომეტრში მდებარეობს.
წყაროების ცნობით, დრონების მოფრენის შემდეგ, ობიექტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებები გაისმა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ნავთობის პირველადი გადამუშავების კოლონას.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სოციალურ მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია ქალაქის თავზე დრონების გამოჩენის, შემდეგ კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ.
რესპუბლიკაში „უპილოტო საფრენი აპარატის საფრთხის“ რეჟიმი გამოცხადდა, უფას აეროპორტის მუშაობა შეჩერდა და ქალაქში მობილური ინტერნეტი გამოირთო.