რუსეთის, კამჩატკის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters გერმანიის გეომეცნიერებების ცენტრზე (GFZ) დაყრდნობით იუწყება.
GFZ-ის ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ამასთან, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) შეფასებით, მიწისძვრის მაგნიტუდა 7.4 ბალი, სიღრმე კი 39.5 კმ იყო.
შესაძლო შედეგების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის ცნობით, მიწისძვრამ შესაძლოა ცუნამის საფრთხე შექმნას.
იაპონიაში, რომელიც კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ცუნამის გაფრთხილება არ გამოცხადებულა.