ბულგარეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ბურგასის სანაპიროზე დაუდგენელი წარმომავლობის დრონი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტელეფონით მიიღო შეტყობინება ბურგასის ჩრდილოეთ სანაპიროზე გამორიყული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ.
ადგილზე ადგილობრივი საზღვაო ბაზიდან სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა, რომელმაც დაადგინა, რომ დრონი „არ შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს და საფრთხეს არ წარმოადგენდა“.
„საზღვაო შტაბის უფროსის ნებართვით, სპეციალიზებულმა ჯგუფმა ნივთი ბურგასის საზღვაო ბაზაზე გადაიტანა“, - განაცხადეს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში. სამინისტროში დრონის წარმომავლობა არ დაუკონკრეტებიათ.