კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
„დიდი ალბათობაა, რომ ის პატიმრობაში იმყოფება“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს „მისმა ძალიან ახლობელმა პირმა გადასცა“.
ტრამპის თქმით, ბოლო ორნახევარი დღის განმავლობაში ამ საქმის გამოსაძიებლად დიდი სამუშაო გაკეთდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კირკის მკვლელობაში დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს, სიკვდილით დასჯას იმსახურებს.
შეგახსენებთ, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ოთხშაბათს, იუტას შტატის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ერთი გასროლით მოკლეს.