უკრაინაში ომი შესაძლოა კიდევ ორი წელი გაგრძელდეს. ეს მოსაზრება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ესპანურ მედიასთან საუბრისას გამოთქვა. ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი El Pais.
„კალასი უკრაინაში ომის მიმართ დიდად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი: ის მიიჩნევს, რომ „კონფლიქტის დასრულებამდე სულ მცირე ორი წელი დარჩა“, - წერს გამოცემა.
El Pais ასევე იუწყება, რომ „სტრასბურგის კულუარებში“ რუსეთ-უკრაინის ომში ჩიხს ხედავენ დაშეშფოთებული არიან იმით, რომ რუსეთი „უფრო თამამი“ გახდა, რასაც პოლონეთზე გუშინდელი თავდასხმაც ადასტურებს.
„წყაროები ვარაუდობენ, რომ ომი გაგრძელდება მანადემ, ვიდრე ორივე მხარის ლიდერები არ შეიცვლებიან“, - წერს El Pais.