რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს პირდაპირ გამოცდას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს რეაქციის პირდაპირ გამოცდას და ასევე, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის აგრესიის შეჩერება მხოლოდ ძლიერი ნებითა და ერთიანი პოზიციით არის შესაძლებელი. საქართველო ჩვენი პოლონელი მეგობრების გვერდით დგას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.