შალვა პაპუაშვილი, რომელიც თავის დროზე მუშაობდა GIZ-ში და ახლა დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ ელჩების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფეისბუქ გვერდების სტალკერობით, ყველაფერს აკეთებს მისი მხრივ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეობის გარდა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თითოეული ქმედება აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას და თითოეულ თანამოქალაქეს ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის.
“ცხადია “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს მიზანმიმართულად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ბოლომდე დასანგრევად, მაგრამ ისინი არიან დე ფაქტო ხელისუფლება, 26 ოქტომბრის შემდეგ მიტაცებულიაქვთ საქართველოს კონსტიტუცია, ქართული სახელმწიფო, ბუნებრივია მათი თითოეული ქმედება აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას და ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს უქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას, მათ შორის იმის ალბათობას ყოველდღიურად უფრო და უფრო ზრდიან, რომ ივანიშვილმა მოახერხოს და მილიონი ქართველი დაასანქციროს და უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა ეს ყველაფერი გაატანოს წყალს და შესაბამისად, შალვა პაპუაშვილი, რომელიც თავის დროზე მუშაობდა GIZ-ში და ახლა დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ ელჩების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფეისბუქ გვერდების სტალკერობით, ყველაფერს აკეთებს მისი მხრივ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეობის გარდა, იაფფასიანი ჭორაობით და სხვისი დათაგული პოსტების გამომზეურებით, ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია და მიმაჩნია, რომ გერმანელმა პარტნიორებმა გააკეთეს ისეთი მკაფიო განცხადება, რომელიც “ოცნების” მხრიდან ჯერ-ჯერობით მკაფიო პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.