აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი, იუტაში გამართულ მასობრივ ღონისძიებაზე დაჭრეს. კირკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ Fox News იუწყება.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ კირკს კისრის არეში ესროლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მსროლელი დაკავებულია. მან კირკს ესროლა მას შემდეგ, რაც მან ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ გამოსვლა დაასრულა.
აქტივისტს ოთხშაბათს იუტას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი. მისმა გამოსვლებმა სტუდენტური ჯგუფების პროტესტი და პეტიციები გამოიწვია, რომლებიც მის შეხედულებებს აკრიტიკებდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობას გამოეხმაურა.
„ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომლსაც ესროლეს. ის შესანიშნავი ბიჭია. ღმერთმა დალოცოს“, - დაწერა მან.