კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული, 23 წლის მეგი დიასამიძეა. ამის შესახებ Facebook-ზე მისი და, ნელი დიასამიძე წერს.
"დაკავებულია ჩემი და, მეგი დიასამიძე, და თანამებრძოლი. რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე!
დამხობა რეჟიმს!" - წერს მოქალაქე ნელი დიასამიძე.
23 წლის სტუდენტს ნივთის დაზიანების ედავებიან.
მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დააკვეს (სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება) - ამ მუხლის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.