მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც იქნება ერთობა, ამიტომ ვთვლი, რომ სერიოზული ერთობა უნდა იყოს 13 სექტემბერს, 4 ოქტომბერსაც, -ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხდა.
ზურაბიშვილის თქმით, 4 ოქტომბერს არა არჩევნები, არამედ არჩევნების სიმულაციაა, რაც შემოგდებული თემა იყო.
"ვთვლი, რომ სერიოზული ერთობა უნდა იყოს 13 სექტემბერს, 4 ოქტომბერსაც იქნება ერთობა. შესაძლოა, რაღაც სიტყვებს მე არ ვემხრობოდე, იმიტომ რომ არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი სცენარები არსებობს. ასევე, ის რც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, რასაც მე არ ვისურვებდი, რადგან ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ნათქვამი მაქვს, რომ არჩევნები ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო. ეს იყო შემოგდებული თემა, ოპოზიციის დაყოფისთვის. მე არ ვეთანხმები მათც, ვინც იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ არ მგონია, რომ ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, არ არსებობს ეს არჩევნები, ეს არის არაფერი. ეს არის არჩევნების სიმულაცია. რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში. ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად დგომა, ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს ამერიკის ყურადღებას და მხარდაჭერას.რაც გაგვიძლიერებს ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას. ერთად ვიდგეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვის დროს.
მისივე თქმით, იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობა.
„მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა. შეიძლება მე რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე, რადგან არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმისთვის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს“, - განაცხადა მან.