ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა.
ბიულეტენთა 99%-ის დათვლის შემდეგ, ყველაზე მეტი ხმა, 28%-ზე მეტი მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტიორეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“, რომელსაც კოალიციის კიდევ ოთხ პარტიასთან ერთად 169-წევრიან პარლამენტში 87 მანდატი ექნება.
უმრავლესობის შესაქმნელად სულ მცირე 85 მანდატია საჭირო.
მემარჯვენეებმა ერთად 82 მანდატი მოიპოვეს, ხოლო ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ერნა სოლბერგის კონსერვატიულმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა.