რუსეთის გარდა, ყველა საერთაშორისო მეგობრისთვის გაწეული ხარჯი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, დღევანდელმა მოღალატე კრიმინალთა ბანდამ არამიზნობრივად ჩათვალა, რომლებიც დაეპატრონნენ ქვეყანას და ცდილობენ საქართველო დასავლელი მეგობრებისგან ჩამოაშორონ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“მიმართონ აშშ-ის მთავრობას, პოლონეთის მთავრობას იმ თანხებისთვის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოიყენა იმისთვის, რომ ემასპინძლა აშშ-ის საგარეო მდივნისთვის, რომ ჩასულიყო სამგლოვიარო ცერემონიაზე პოლონეთში, რაზეც ჩვენ სულ ცოტახნის წინ ვესაუბრეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ის აღშფოთდა, რომ კაჩინსკის სამგლოვიარო ცერემონიაზე გადახდილი თანხები, ე.წ გვირგვინი შეყვანილია ვითომ არამიზნობრივ ხარჯებში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაიწეოდა იმისთვის, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა სახე საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ჰყოლოდა საერთაშორისო მეგობრები, რუსეთის გარდა არამიზნობრივად ჩაითვლება დღევანდელი მოღალატე კრიმინალთა ბანდის მიერ, რომელიც დაეპატრონა ქვეყანას და ცდილობს საქართველოს ჩამოაშოროს ყველა დასავლელ მეგობარს და დარჩეს ოკუპანტი ქვეყნის ამარა, ასევე კომუნისტური ჩინეთის, ირანის, რომლის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდნენ, სადაც გაისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.