საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტის მერვედფინალში სენსაცია მოახდინა და საფრანგეთის უძლიერესი გუნდი 80:70 დაამარცხა. თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა და კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ უპასუხეს.
ალეკსანდარ ჯიკიჩი:
„მადლობა საფრანგეთს ასეთი მაღალი დონის თამაშისთვის. როცა ვუყურებ იმ შემადგენლობას, რომელსაც ვძლიეთ, ნათლად ჩანს, რაოდენ ძლიერი გუნდია. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით მსგავსი ტიპის შეხვედრისთვის და საბოლოოდ გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ყველა მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს და იმ გულშემატკივრებსაც, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ. განსაკუთრებით უნდა გამოვყო სამედიცინო პერსონალი, რომელთა დამსახურებაა, რომ დღეს სრულფასოვანი, 12-კაციანი შემადგენლობა გვყავს. მოკლედ რომ ვთქვა, ისევ აქ ვართ. ბევრს ეგონა, რომ პლეი ოფში შემთხვევით მოვხვდით, კარგი, ასე იფიქრონ“.[პირველი არხი]
საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.