7 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა განახორციელა გამანადგურებელი უპილოტო საფრენი აპარატებისა და სახმელეთო რაკეტების გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის მიერ გამოყენებული საჰაერო თავდასხმის 818 საშუალებიდან 751 სამიზნე გაანეიტრალა, მათ შორის 9 რაკეტა და 56 გამანადგურებელი დრონი 37 ლოკაციაზე.
ცნობებს უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა ჩამოაგდეს:
1. 805-იდან 747 შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონი;
2. 9-იდან 4 Iskander-K-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
3. 4-იდან ვერც ერთი ISKANDER-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
შეგახსენებთ, კიევზე რუსეთის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 13 დაშავდა. ამასთან, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, უკრაინის დედაქალაქში მინისტრთა კაბინეტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
მანამდე, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონების რეკორდული რაოდენობა 2025 წლის 9 ივლისის ღამეს გაუშვეს.
მაშინ რუსეთმა 741 საჰაერო დარტყმა განახორციელა, რომელთაგან 718 საჰაერო თავდაცვის საშუალებით იქნა განეიტრალებული, საჰაერო ძალებმა დარტყმები 4 ლოკაციაზე დააფიქსირეს, ასევე ჩამოაგდეს 14 ლოკაციაზე.