მთელი დღე იმ კომენტარზე ვფიქრობ, აქციის მონაწილემ ამაყად რომ გამოგვძახა - კიბო გაქვს მაინც მოკვდებიო. მთელი დღე ის ემოცია მახსენდება რა მძიმეა, როცა შენი უსაყვარლესი ადამიანი ამ ბრძოლას გადის. თუმცა, ისიც მახსენდება რომ დავამარცხეთ კიბო და მჯერა, რომ ყველაფერი ცუდი ასევე დამარცხდება, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, აქციის მონაწილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ სიტყვებზე.
ნინო წილოსანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ წარმოთქმული ფრაზა, ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება, ეს ყველა იმ ონკოპაციენტს ეხება, ვინც დაავადებასთან ბრძოლას ახლა გადის.
„მთელი დღე იმ კომენტარზე ვფიქრობ, აქციის მონაწილემ ამაყად რომ გამოგვძახა - კიბო გაქვს მაინც მოკვდებიო ..
მთელი დღე ის ემოცია მახსენდება რა მძიმეა, როცა შენი უსაყვარლესი ადამიანი ამ ბრძოლას გადის. თუმცა, ისიც მახსენდება რომ დავამარცხეთ კიბო და მჯერა, რომ ყველაფერი ცუდი ასევე დამარცხდება
ოჯახი არ მეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია და რამხელა ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო , მათ ტკივილს მარილი დააყარო და მათაც ვინც ამ ბრძოლას ახლა გადის, გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურო
ფაქტია, ამ ერთ წინადადებაშია გადმოცემული თქვენი სახე“,- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.