ხუთშაბათს, 4 სექტემბერს პარიზში გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა.
უკრაინის მოკავშირეები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლიება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ომის დასრულების შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც წინა დღეს პარიზში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, განაცხადა, რომ ევროპა მზად იქნება შესთავაზოს უკრაინას და უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები მშვიდობის ხელმოწერის დღესვე.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, რომელსაც მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ, შერეული ფორმატით - პირისპირ და ვიდეოკავშირის საშუალებით - 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
ოთხშაბათს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელი სამხედრო ლიდერები უკრაინისთვის გარანტიების კონკრეტულ გეგმებს აგვისტოს შუა რიცხვებიდან ამზადებენ, როდესაც ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდნენ.
მისი თქმით, ეს მკაცრად კონფიდენციალური გეგმები ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრების დონეზე დამტკიცდა.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, მისი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დარეკვას გეგმავენ, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავენ.