2024 წლიდან საქართველო ევროკავშირს შორდება. ეს არაა ის, რაც ჩვენ გვინდა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს წევრობას სთავაზობს და ეს არის მოწვევა მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის სივრცეში, თუმცა "ოცნების" მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში, ქვეყანა ამ შესაძლებლობის დაკარგვის რისკის წინაშე დგას, მათ შორის არსებობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეც.
"საქართველოს და გერმანიას, საქართველოს და ევროკავშირს ერთად დიდი გეგმები გვაქვს. ევროკავშირმა საქართველოს წევრობა შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისაღებ ოთახში შემოგიპატიჟეთ ერთად საცხოვრებლად. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რა არის ევროკავშირი. ბოლოს და ბოლოს ამდენი ადამიანი სტუმრობს ევროკავშირს. ბევრი ცხოვრობს კიდეც ჩვენს ქვეყნებში. ბევრი ემიგრირდა ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ ძველი ისტორიული კავშირი გვაქვს. და ქართველებს აქვთ მოწვევა, ვფიქრობ, შესაძლებლობაც, რომ შეუერთდნენ მშვიდობის დემოკრატიის და კეთილდღეობის სივრცეს.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ეს შეუძლებელი იქნება. ამიტომ ბევრი რამ რისკის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ევროკავშირში გვინდა, რომ ქართველები გვესტუმრონ მაშინ, როცა სურთ როგორც სასურველი სტუმრები და მეგობრები. თუმცა, თქვენ იცით, რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტია, ისევე როგორც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებების, დისკრიმინაციის აკრძალვის, კანონის უზენაესობის. ჩვენ უკიდურესად მრავალფეროვნები ვართ. ევროკავშირში არავის უწევს თავისი კულტურის ღირებულებების და ტრადიციების დათმობა. ერთადერთი ღირებულება, რაც უნდა გავიზიაროთ, დემოკრატია და კანონის უზენაესობაა. ხანდახან ახალგაზრდა ქართველები მეკითხებიან, ჩვენ უნდა დავთმოთ ტრადიციები, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეროვნული სიამაყე? არა, სავსებით არა. ამიტომ გავაგრძელოთ ერთად ეს გზა. დავბრუნდეთ, იმას რასაც 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. 2024 წლიდან საქართველო ევროკავშირს შორდება. ეს არაა ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა თქვენი წევრობა, ჩვენ გვინდა, რომ გქონდეთ ვიზალიბერალიზაცია, - ამბობს ფიშერი.