საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,წინააღმდეგობის პლატფორმა” არ დაშლილა, თუმცა მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა „რუსული რეჟიმის“ ციხეშია, რაც შეეხება „ოპოზიციურ რვიანს“, განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა ,,წინააღმდეგობის პლატფორმა”, რომელიც არ დაშლილა, თუმცა მასში მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა ამჟამად რუსული რეჟიმის მიერ ციხეშია გამოკეტილი.
რაც ეხება ოპოზიციურ რვიანს, რომელიც ,,წინააღმდეგობის პლატფორმის” შექმნის შემდეგ, მოგვიანებით ჩამოყალიბდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება”, - აღნიშნულია განცხადებაში.