უკრაინის პოლიციის განცხადებით, უმაღლესი რადას დეპუტატის, ყოფილი სპიკერის ანდრიის პარუბიის მკვლელობაში “რუსული კვალი” იკვეთება.
ეროვნული პოლიციის უფროსის ივან ვიჰივსკიმ განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანლი კურიერად იყო გადაცმული და თავდასხმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.
ეროვნულმა პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავების კადრები გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დანაშაული შემთხვევითი არ ყოფილა და მასში რუსული კვალია.
„ის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, უთვალთვალებდა, გეგმავდა და ბოლოს ჩახმახს თითი გამოჰკრა. მის მოსაძებნად და დასაკავებლად მხოლოდ 36 საათი დაგვჭირდა“, - თქვა ვიჰივსკიმ.
ანდრიი პარუბიი ლვოვში 30 აგვისტოს რვა გასროლით მოკლეს. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.