"წყაროები მეუბნებიან, რომ სენატორი მალინი აქტიურად ბლოკავს MEGOBARIAact-ს NDAA-ში [ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი] ჩართვას", - წერს სოციალურ ქსელში Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ.
"ეს არის ფარული ნაბიჯი ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის დაცვისთვის და ქართველი ხალხის მიტოვებისთვის.
რატომ უნდა დაასამაროს ოკლაჰომას სენატორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი „რუსული ოცნების“ დასაკმაყოფილებლად?
ირანისა და ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი ანტიამერიკული „რუსული ოცნების“ რეჟიმის მხარდაჭერის მიზნით, MEGOBARI აქტის ხელის შეშლა შემაძრწუნებელი გზავნილია ყველასთვის, ვისაც სამხრეთ კავკასია ადარდებს.
ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ორაზროვნების ადგილი არ არის!" - წერს რაუფოღლუ.