სიდნეიში დააკავეს კაცი, რომელმაც მანქანით განგებ შეანგრია რუსეთის საკონსულოს ჭიშკარი.
ინციდენტი ორშაბათს დილით მოხდა, როდესაც პოლიციამ მიიღო შეტყობინება საკონსულოს წინ საეჭვოდ გაჩერებული მანქანის შესახებ.
ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 08:00 საათზე პოლიცია საკონსულოსთან გაჩერებულ მანქანასთან მივიდა.
პოლიციის ცნობით, მოულოდნელად მანქანა, რომელსაც 39 წლის მძღოლი მართავდა, ადგილიდან დაიძრა და საკონსულოს ჭიშკარი შეანგრია.
ინციდენტის შედეგად, დაშავებულია პოლიციელი.
მძღოლი დააკავეს და დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან გადაიტანეს.
გამოძიებაში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ავსტრალიის ფედერალური პოლიციაც ჩაერთო.