ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა, 1000 კი დაშავდა. იტყობინება SkyNews-ი ავღანეთის სახელმწიფო მაუწყებლის (RTA) ინფორმაციით.
გერმანიის გეომეცნიერებების კვლევითი ცენტრის ცნობით, მიწისძვრა კვირას, ადგილობრივი დროით 23:47 საათზე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია კუნარში, პაკისტანის საზღვართან ახლოს მოხდა.
ადგილზე მუშაობენ მაშველები.
ადგილობრივი მოხელის თქმით, დაშავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნანგარჰარის პროვინციის ჯალალაბადთან ახლოს, 14 კმ სიღრმეზე იყო. ჯალალაბადი დედაქალაქ ქაბულიდან დაახლოებით 119 კმ-ში მდებარეობს.
პირველი მიწისძვრიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, იმავე პროვინციაში მეორე მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა და სიღრმე 10 კმ იყო. მოგვიანებით, იმავე სიღრმეზე 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.