"ფედერალისტების" ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სუს-ში ისედაც მამუკა მდინარაძე წყვეტდა ყველაფერს, უბრალოდ ანრი ოხანაშვილი იჯდა მის ნაცვლად სკამზე.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ოხანაშვილს არ დაემორჩილა სისტემა და ახლა კაცის კაცის კაცის ნაცვლად კაცის კაცის კაცი მივიდა .
"ბიძინა ივანიშვილის სისტემა ეფუძნება პერსონალურ ლოიალობას, შესაბამსიად, მიზეზების ძიება, რატომ წავიდა ერთი და რატომ მოვიდა მეორე არის სრულიად უზარო, რადგან განსაკუთრებით კრიზისში ეს ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს უმიზეზოდ, უბრალოდ ადამიანების ახირებების ან მათი სისუსტეების გამო.
რაც შეეხება იმას, რომ სუს-ის უფროსად ახლა მდინარაძე დაინიშნა, მე როგორც ვხდებოდი, ისედაც მდინარაძე იყო სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი, უბრალოდ იქ ჰყავდა თავის კაცად და შეიძლება ვერ აწია უბრალოდ, არ დაემორჩილა სისტემა და ახლა კაცის კაცის კაცის ნაცვლად კაცის კაცის კაცი მივიდა, და აი ეს გააკეთებს ახლა იქ საქმეს, რაც რეალურად არის არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არამედ ერთი კაცის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, საპატრიარქოში ვის ვისთან სძინავს, ამის მოსმენის ხარჯზე", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.