უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი, ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მერი ლოულორი წერს, რომ ის ხვალ ყურადღებით დააკვირდება ნინო დათაშვილის საქმის მოსმენას.
„ხვალ ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველის, ნინო დათაშვილის საქმის მოსმენას. ძალიან შეშფოთებული ვარ მისი დაკავებით და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის მცდელობით. მოვითხოვ მის გათავისუფლებას," - წერს მერი ლოულორი.