ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი თეთრ სახლში დატვირთული დღის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელი მოლაპარაკებები „ნაწილობრივ წარმატებული“ იყო, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი თქმულა.
მისი თქმით, ტრამპმა ზელენსკისა და პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა, თუმცა რუსეთის ლიდერის „ნდობა არ შეიძლება “.
„ვნახოთ, ეყოფა თუ არა პუტინს გამბედაობა, რომ ასეთ შეხვედრაზე მოვიდეს, თუ ისევ დროის მოგებას ეცდება“, - თქვა სტუბმა.