საქართველოს ხელისუფლების მომხრები უკვე ღიად და დაუფარავად გულშემატკივრობენ რუსეთის გამარჯვებას, პუტინის გულშემატკივარი რომ გახდები უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამის გამართლება შეუძლებელია, ეს არის სრული მორალური კრახი და გადაგვარება! - ამის შესახებ ამის შესახებ სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი წერს.
“2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლების მომხრეებს რუსეთისთვის ღიად მხარი არ დაუჭერიათ, მიუხედავად იმისა, რომ გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიდან აშკარა იყო: ბიძინა რუსეთის გამარჯვებაზე დებდა ფსონს. მეტიც, უკრაინის მხარდასაჭერად რომ მრავალათასიანი აქციები იმართებოდა, ხელისუფლების არაერთი მომხრე ამტკიცებდა, იქ ჩვენებიც იყვნენ გასულებიო.
სამი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მომხრები უკვე ღიად და დაუფარავად გულშემატკივრობენ რუსეთის გამარჯვებას. ვიტყოდი ეს მხოლოდ ერთი ნაწილია მეთქი, მაგრამ სხვა ნაწილის განსხვავებული პოზიცია მე არ შემხვედრია და არ მინახავს. ყველა ქოცი და მათთან გათანაბრებული აგინებს ზელენსკის, დამცინავად და ირონიულად იხსენიებს ევროპის ქვეყნებს და ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორ უწევს ანგარიშს პუტინს პრეზიდენტი ტრამპი. აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების რუპორ ტელევიზიებზე, სადაც კარგა ხანია სრულიად ისტერიული ანტიუკრაინული და პრორუსული პროპაგანდაა გაჩაღებული.
საინტერესოა, რა მოხდა ამისთანა ამ სამ წელიწადში, რომ თითქოსდა ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, მეგობრები, რომ ჰკითხო ქვეყანაც უყვართ და ა. შ., მოქალაქეობრივი და პატრიოტული შეგნების ასეთი დონის დეგრადაციამდე მივიდნენ? პუტინის გუ₾შემატკივარი რომ გახდები უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამის გამართლება შეუძლებელია გინდ ნაცების სიძულვილით, გინდ ქოცების სიყვარულით, გინდ ბიძინას ფულით და გინდ უსაქმურობისგან გამოტვინებით. ეს არის სრული მორალური კრახი და გადაგვარება! მე პირადად ვერ წარმომიდგენია ასეთ გადაჯიშებულებთან როგორ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და როგორ უნდა ავაშენოთ მათთან ერათად ნორმალური სახელმწიფო.
ერთადერთი იმის იმედიღა მაქვს, რომ ეს ხალხი არ წარმოადგენს ქართული საზოგადოების უმრავლესობას. თუმცა, რასაც ვუყურებ, ისიც ბევრია”, - წერს ზურაბიშვილი.