რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები განიხილეს.
პუტინმა და ლუკაშენკამ, აშშ-ის ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გამართული შეხვედრის გათვალისწინებით, რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
მათ მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრეს.