უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიესალმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას ალასკაში და აღნიშნა, რომ ახლა „მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა“.
ორბანმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების დათბობა ნაბიჯია, რომელიც ამცირებს ბირთვული ესკალაციის საფრთხეს.
„წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, თუ როგორ ანადგურებდა ორი ბირთვული სახელმწიფო თანამშრომლობის ჩარჩოებს და ერთმანეთს არამეგობრულ მესიჯებს უგზავნიდა. ახლა ეს დასრულდა. დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია, ვიდრე გუშინ იყო. დაე, ყოველი შაბათ-კვირა, სულ მცირე, ასეთი კარგი იყოს!“ “, - წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.