ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი შესაძლოა სექტემბერში დაამტკიცოს.
ამის შესახებ ხუთშაბათს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პრესსამსახურმა განაცხადა
ეს იქნება შეზღუდვების მე-19 პაკეტი, რომლებსაც ევროკავშირი უწესებს რუსეთის ხელმძღვანელობას.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სანქციების მიზანია, შეძლებისდაგვარად შეამციროს რუსეთის უნარი, გააგრძელოს ომი, რომელიც სამ წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა, 11 აგვისტოს, ევროკავშირის საგანგებო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი სანქციების შემდეგ რაუნდზე მუშაობენ. მან ახალი ზომები რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებაზე უარის თქმას დაუკავშირა.
ევროკავშირის სანქციები ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს.