გიორგი ანწუხელიძე, აგვისტოს ომის გმირები შეეწირნენ სამშობლოს, თავის სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ, ერთადერთი მტერი, არის რუსეთი და ეს ყოველთვის ასე იყო, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძემ მედიას განუცხადა.
"პიარი როგორც ვიცი, ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობას... გიორგიც, ეს ბიჭები ყველა, შინდისის გმირები, აგვისტოს ომის გმირები თუ სხვა ომის გმირები, შეეწირნენ თავის სამშობლოს. თავის სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ. ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ჰყავს, არის რუსეთი და ეს ყოველთვის ასე იყო. მარტო ამ ომზე არა", - განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.