სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს , თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ნეტგაზეთისა“ და ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამარტლო პროცესთან დაკავშირებით წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „ჩვენ წინ იწერება “სისტემური სიცრუის ქრონიკა”.
„მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს , თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთან შეუთავსებელი, სიცრუე რომელიც “არ იფუთება”, ურთიერთის საწინააღმდეგო, წარდგენილი ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტოებები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)
ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაპსი ….
ჩვენ წინ იწერება “ სისტემური სიცრუის ქრონიკა” ! - წერს სალომე ზურაბიშვილი.