საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა - ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს.
მანამდე კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა:
“დღეს ჩვენ ვართ მზია! მისი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე